ჟურნალისტი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ზუგდიდში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელმა, ბადრი ესებუამ პოლიციას თავად უთხრა ის მისამართ, სადაც დღეს სპეცოპერაციები ჩატარდა თუმცა თავდამსხმელი ისევ გაიქცა და პოლიციამ მისი დაკავება ვერ მოახერხა.
“დადასტურდა-ბადრი ესებუაა ! ისევ გაიქცა ! დაიბარა პოლიცია კონკრეტულ მისამართზე,-ჩაგბარდებითო და დაითესა ! #ვგეღადავება ! ადგილსამყოფელი არ იციან !”- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “მთავარის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი პირი სავარაუდოდ, ბადრი ესებუაა.
რამდენიმე წუთის წინ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა და დაადასტურა, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირი ბადრი ესებუაა.