“დაინგრა ღარიბაშვილის მთავარი წინასაარჩევნო გზავნილი – ქართული ოცნება იცავს ქართულ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ურწმუნო ოპოზიციისგან.
ახლა ეკლესია გაბრაზებულია ხელისუფლებაზე არა მხოლოდ იმაზე, რომ უსმენდა და აკონტროლებდა, არამედ უფრო იმაზე, რომ ვერ დაიცვა.
მრევლი გაბრაზებულია იმაზე , რომ ღარიბაშვილის ლაქუცი ეკლესიის მიმართ ფარისევლობა აღმოჩნდა და სინამდვილეში მათ მოძღვრებს უსმენენ და ამასთანავე აღსარების საიდუმლოსაც არღვევენ.
ქართული ოცნების ამომრჩეველო, თუ სადმე ხართ კიდევ, შემეხმიანეთ…”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერები 80-მდე მეტი სასულიერი პირების შესახებ, რომელმაც სავარაუდოდ სუს-დან გამოჟონა. ჩანაწერებში საუბარია ეპისკოპოსების პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებზე, კავშირებზე, იარარქიაზე და ა.შ.