პრორუსულმა ჯგუფმა “ქართულმა მარშმა” ფონდ ღია საზოგადოების ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოდან “სოროსის ფონდის გასვლა” მოითხოვა. ძალადობრივმა პარტიამ ოფისთან სოროსის ფიტული დაწვა და მუქარის შემცველი გზავნილები გააჟღერა.
“თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, ისევე დაინგრევა ეს ოფისი, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები” – თქვა ჯგუფის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას.
“ეს არის ბოლო გაფრთხილება, მეტი გაფრთხილება აღარ იქნება. თუ ჩვენი ულტიმატუმი არ შესრულდება, გამოვალთ ქუჩაში, გამოვალთ ბევრად მეტი ადამიანი, და თუ სახელმწიფო არ აღასრულებს ხალხის ნებას, მაშინ ხალხი თავად იღებს ვალდებულებას, აღასრულოს ქართველი ერის ნება და მაშინ მშვიდობიანად აღარ დავიშლებით”,– განაცხადა ბრეგაძემ.
ქართული მარში, რომელმაც პარტიის ყრილობა ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში ჩაატარა, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.