”დაინიშნოს ახალი არჩევნები” – გირჩი 9 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს

”დაინიშნოს ახალი არჩევნები”  – პარტია ”გირჩი” 9 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს.
”ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები და ამ მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთ კვირიანი ვადა.
დასავლელ პარტნიორებს მოვუწოდებთ არ აღიარონ ამ არჩევნების შედეგები.
მოდი შაბათს, 19:00-ზე მიტინგზე, პარლამენტის წინ, დაგვიჭირე მხარი და შემოუერთდი ჩვენს გეგმას, რათა ფეიქ-რევოლუციის ნაცვლად, ახალი არჩევნებისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა!” – ნათქვამია განცხადებაში.