ამერიკის სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოსა და ქართველი არასამთავრობოების შეხვედრის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პომპეო დაინტერესდა აბსოლუტურად ყველა საკითხით, რაც ქვეყანაში ახლა აქტუალურია.
მაიკ პომპეოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ინფორმაცია მიაწოდეს, 20 ივნისის მოვლენებზე და პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გიორგი რურუას საქმეზე, ასევე პომპეოს აცნობეს სამოქალაქო აქტივისტების მასობრივ დაკავებებზე, პოლიტიკური ნიშნით. საუბარი იყო კარტოგრაფების საქმეზეც, დაკავებულ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილზე, საქმის პოლიტიკურ სარჩულზე. პომპეოსთან ვიზიტისას მსჯელობა იყო ანაკლიის პორტსა და მის მნიშნველობაზე, ასევე გახმაურებულ სასამართლო პროცესებზე.
“დავაყენეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას, საუბარი იყო ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც” – ამბობს ნინო ევგენიძე, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” დირექტორი.
ორგანიზცია “უფლელები საქართველოს” კოორდინატორი, კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ საუბარი სასამართლოს მიკერძოებას შეეხო “რომ “ქართულმა ოცნებამ” დააკანონა მახინჯი სასამართლო სისტემა”.
“კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, ფილიპ მორისის სქმე, ყველა გახმაურებულ საქმეზე ვისაუბრეთ”, – ამბობს გიორგი გვილავა “საერთაშორისო გამჭირვალობის” წარმომადგენელი.