“მოვუწოდებ საგამოძიებო ჟურნალისტურ მედიას დაინტერესდნენ, რის გამო იჯდა ციხეში ჯერ კიდევ საერო პირი აბულაძე, ეს ვაიეპისკოპოსი “- ამის შესახებ, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს.
“პუტინის ღია მხარდამჭერი და რუსეთის მონა გამყიდველი, სხალთის მთავარეპისკოპოსად მომუშავე სპირიდონ (გოჩა) აბულაძე, მეტსახელად სულანჯია, ექიმების სატანისტებად წარმოჩენას, მედიცინის გმობას არ დასჯერდა და “ბრიყვები და თურქებზე უარესები” უწოდა რიონის ხეობის დამცველებს და საპატრიარქოს მიერ მრევლის და იქაური სამღვდელოების განსაცდელში მიტოვება რაღაც ფსევდოთეოლოგიური ბოდვით გაამართლა. სპირიდონ აბულაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ფულზე გაყიდული, ქოცნების დაქირავებული პარტაქტივისტია და მრევლის გაბრიყვება და გამასხარავება მისი ჰობია. მოვუწოდებ საგამოძიებო ჟურნალისტურ მედიას დაინტერესდნენ, რის გამო იჯდა ციხეში ჯერ კიდევ საერო პირი აბულაძე, ეს ვაიეპისკოპოსი და ვაიქართველი, პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის ნიღაბს ამოფარებული ფაშისტი პუტინოიდი!”- წერს ილია ჯიღლაძე სოციალურ ქსელში.