უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა დაინტერესებულია საქართველოსთან სარკინიგზო ტრანზიტის განვითარებით.
“პრემიერმინისტრთან საუბრის დროს გამოვთქვი დაინტერესება საქართველო-უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტების და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და ასევე გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა იმისთვის, რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით”, — აცხადებს დენის შმიგალი ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში ღარიბაშვილთან შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება კონსულტაციები ევროკომისიასთან საქართველოს, უკრაინის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების საზღვაო პორტებში სატვირთი მიმოსვლისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით.