“დაიტოვე” აცხადებს, რომ ”გირჩთან “კოორდინირდება არჩევნებზე” არ შეესაბამება სიმართლეს

საზოგადოებრივი ჯგუფი ”დაიტოვე” აცხადებს, რომ პარტია “გირჩის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ”არჩევნებზე კორდინირებასთან” დაკავშირებით  არ შეესაბამება სიმართლეს.

“მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჯგუფი დაიტოვე კონკრეტულ პარტიასთან კოორდინირდება არჩევნებზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

პროექტი დაიცავი რომლის ფარგლებშიც შედგა პარტიასთან რამდენიმე თვის წინ საუბარი, იყო ჩვენი ყოფილი გუნდის წევრის წამოწყება. ჩვენი გუნდი უკვე ერთ თვეზე მეტია რაც გამიჯნულია დაიცავისგან და ყველა ის წინასწარი მოლაპარაკება რაც ამ პროექტის ირგვლივ იყო, მათ შორის გირჩთან და სხვა პარტიებთან ნებისმიერი კოორდინაციაც, დაიტოვესთან არ არის და არასდროს იქნება არანაირ კავშირში.

ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, ვისაც ამ პროექტის ფარგლებში ჰქონდა რამე სახის მოლაპარაკება, გთხოვთ რომ ჯგუფი დაიტოვე აღარ მოიხსენიოთ თქვენს საჯარო განცხადებებში”. – ნათქვამია დაიტოვეს განცხადებაში.