დაიღუპა 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო – უკრაინა

რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე ათეული სამხედრო კი დაიჭრა.  აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს.

მისი განცხადებით,  ძირითადად ეს მოხდა დილის თავდასხმების დროს. მისივე თქმით, რუსულ მხარეს უკრაინისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.