რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყდა. პარლამენტის წინ, დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია 19:00 საათზე გაიმართება.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მზადების პროცესი მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ. ტერიტორიაზე სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, იმისათვის, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან. სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.
აქტივისტების განმარტებით, აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება. ადგილზე მათ მიტანილი აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. პარლამენტის წინ მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.