დაიცავით ღირებულებები, რომელსაც ხელს უწყობდით! საჭიროა სანქციები – ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატს

“დაიცავით ღირებულებები, რომელსაც ხელს უწყობდით! საჭიროა სანქციები ” – ამ სიტყვებით მიმართა, საქართველოს მეხუტე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის სენატს, სადაც ის საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა.

 

“დღეს თქვენთვის ჩამოვიტანე გაფრთხილება და მოწოდება ქმედებებისკენ. საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს ახლა. არა ტანკებით, არამედ რეპრესიული კანონებით. არა ერთ ღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვხედავთ როგორ შლიან ჩვენ თვალწინ ჩვენს დემოკრატიას. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ ძალადობას, მათ აკავებენ, ოპოზიციურ პარტიებს ემუქრება აკრძალვა და დაშლა. ათასობით ევროს ეკვივალენტი ჯარიმები იწერება მოქალაქეების წინააღმდეგ, ასევე ორგანიზაციებისთვის, მედიებისთვის. მიიღეს უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არის ასლი რუსული კანონისა, რომელიც გამოყენებულია მედიის რეპრესირებისთვის.

ჩვენს ინსტიტუტებს ფუნქციონირება აღარ შეეძლებათ, მართლმსაჯულება მმართველი პარტიის რეპრესიული ინსტრუმენტი. ერთი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც კი არ მიღებულა სასამართლოში ბოლო თვეების განმავლობაში.

ჩვენ ვხედავთ როგორ ჩნდება ერთპარტიული მმართველობა, რომლის უკანაც დგას ერთია ადამიანი, რომელიც ხელშეუხებელია და რუსული ავტოკრატიული მმართველობის აჩრდილია და საფრთხეა ევროპული დემოკრატიისთვის. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის აჩრდილი. ამაზე ევროპული პასუხი იყო ზედმეტად ხმადაბალი და ჩუმი. გარკვეული დროის წინ საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი, დღეს კი იგივე ქვეყანა ნელ-ნელა ჩათრეულია რუსულ ორბიტაზე და ევროპული პასუხი არსებულ რეალობას არ შეესაბამება. ეს არ არის მხოლოდ ქართული კრიზისი, ეს არის გამოწვევა ევროპისთვის, ლიბერალური დემოკრატიისთვის საქართველოში და ასევე, ევროპაშიც” – თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ასევე მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას მსოფლიოში.

“მომეცით საშუალება, ვიყო პირდაპირი – თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის ხელშესაწყობადაც ათწლეულები მუშაობდნენ ისინი, თუ ის ვერ უპასუხებს მკაფიოდ ერთ პატარა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქვეყანაში, რომელსაც იტაცებს რეპრესიული რეჟიმი, მაშინ ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და მას რეალური ძალა არ აქვს.

რუსეთი ამ ყველაფერს აკვირდება და შემდეგ ნაბიჯებს გეგმავს. რაც მათ 2008 წელს ტანკებით ვერ მოახერხეს და უკრაინაში წამოწყებული ომით, ახლა რუსეთი ცდილობს ამას ჰიბრიდული გზით მიაღწიოს და ჩუმად დაიპყროს საქართველო. ეს მიდგომა არ საჭიროებს არმიას. მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო, ეს არის არჩევნებში მანიპულაცია, დეზინფორმაცია და პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც შიგნიდან მიიტაცებს სხვადასხვა ინსტიტუტს.[…] საქართველოს ხალხის უდიდესი ნაწილ პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას. დაიცავით ის ღირებულებები, რომლებსაც ხელს უწყობდით – იქნება ეს თავისუფალი მედია, მართლმსაჯულება თუ სხვა. ამით მნიშვნელოვან გზავნილს გაუგზავნით ყველა ავტოკრატს. ჩეხმა ხალხმა იცის რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა და თქვენ უკვე ერთხელ აჩვენეთ, რას ნიშნავს თავისუფლების მოპოვება.

თავისუფლება საჭიროებს დაცვას, ქუჩებში ინსტიტუტებში, მოქალაქეებში. საქართველო დღეს ამ ბრძოლაშია ჩართული, ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენს ნაცვლად, მაგრამ გთხოვთ, რომ ჩვენ გვერდით დადგეთ, რომ ხმა აიმაღლოთ, რომ ისაუბროთ მკაფიოდ და ცხადად, რომ იმოქმედოთ გამიზნულადა, რადგან თუ ჩვენ საქართველოს ვერ დავიცავთ დღეს, შეიძლება ხვალ ძალიან განსხვავებულ ევროპაში გავიღვიძოთ”- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.