”დაიწყეს საუბარი ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე” – პუტინი დასავლეთს “ტრაგიკული” შედეგით ემუქრება

”დაიწყეს საუბარი ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე… უნდა შეიგნონ, რომ გვაქვს შეიარაღება, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე მიაღწიოს” – განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიური გამოსვლაში და დასავლეთს, უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის გაგზავნის შემთხვევაში, ტრაგიკული შედეგებით დაემუქრა.

“ე.წ. დასავლეთს თავისი კოლონიალური გეგმებით უნდა არა მხოლოდ რუსეთის შეკავება, არამედ უნდა  მომაკვდავი სივრცე ჩვენს ნაცვლად.  მათ მარტივად რომ ვთქვათ რუსეთისგან უნდათ იმის გაკეთება, რაც მანამდე გააკეთეს მსოფლიოს ბევრ სხვა რეგიონში მათ შორის უკრაინაშიც.  ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება დღეს ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, რა თქმა უნდა უმთავრესად ფრონტზე.

ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები მრავალჯერადად გაზრდილია,  გრძელდება ტერიტორიების გათავისუფლება.  ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი დონბასში, მაგრამ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ის დავასრულოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მივაღწიოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზანს.

სრულ მზადყოფნაშია ჩვენი სტრატეგიული ბირთვული ძალები.  ასე მაგალითად ჰიპერბგერითი კომპლექსი „კინჟალი“ არამხოლოდ შეიარაღებაზე გვყავს არამედ აქტიურადაც გამოიყენება მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ.  შეიარაღებაზეა მძიმე ბალისტიკური ძალები „სარმატი“.

საჭიროა დასავლეთ მიმართულებაზე გაძლიერებაც,  რადგან შესაძლებელი გახდეს ნატოს მორიგი გაფართოების წინააღმდეგ დაპირისპირება.  ვხედავთ რომ ნატოში შეითრიეს ფინეთი და შვედეთი.  დასავლეთმა პროვოცირება მოახდინა კონფლიქტის უკრაინაში,  ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში და ახლაც აგრძელებს ტყუილს, თითქოს რუსეთი აპირებს თავს დაესხას ევროპას.

დაიწყეს საუბარი ნატოს ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ, მაგრამ მინდა მათ შევახსენო იმათი ბედი, ვინც ოდესღაც მომართავდა თავის კონტინგენტს რუსეთის წინააღმდეგ.  მათ ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნონ რომ  ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომელსაც შეუძლია სამიზნეების მიღწევა მათ ტერიტორიაზე. რითაც ისინი ახლა მთელ მსოფლიოს აშინებენ არის ბირთვული ომი, რომელსაც ცივილიზაციის განადგურება შეუძლია, ვერ ხვდებიან ამას?!”  – აცხადებს პუტინი.