დაკავებების სერია გრძელდება – პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა, მოქალაქეები ღარიბაშვილის სახლთან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მივიდნენ. სამართალდამცავებმა, აქტივისტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლას სთხოვა. აქციის მონაწილეები დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, თუმცა მიუხედავად ამისა პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა.