“რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში, რაც არის ძალიან მძიმე, ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, მძიმე პროცესია – მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები. ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე და პრობლემის დაძლევაზე. […] რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას”
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს ეხმაურება.