დაკავებულთა დიდი სია ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს – ხოშტარია

დაკავებულთა დიდი სია ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს – ასე აფასებს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია დღეს საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი აქტივისტების დაკავებას.

ისტერიულ მდგომარეობაზე მეტყველებს და  ქართული ოცნება მშვიდობიანი მოქალაქეების ქუჩაში დაკავებით ბელორუსისა და რუსეთის რეჟიმს უახლოვდება.

“წარმოუდგენლად დიდი არის სია იმ ხალხის, ვინც დღეს დააკავეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ისტერიკაზე მეტყველებს. ვერ დააკავებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ ქვეყანაში არის უმრავლესობაში. ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან არც სიცოცხლის უფლების გათელვას, არც თავისუფლების დაკარგვას, არც ძალადობას და არც უსამართლობას”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.