დაკავებულია რამდენიმე პირი – სუს-ის უფროსი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე

დაკავებულია რამდენიმე პირი –  ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს.მისი თქმით, დმანისში მომხდარი დაპირისპირების გამო უკვე დააკავეს რამდენიმე პირი.

“სათანადო იყო, რაც არ ჟღერდება ტელეეთერში, არ ნიშნავს, რომ არ განხორციელებულა ზომები. მყისიერად მოხდა გამოძიების დაწყება და დაკავებულია რამდენიმე პირი, რაც შეეძლო პოლიციას, ყველაფერი გააკეთა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იქნა გატარებული ყველა ზომა, მათ შორის დაკავებაც”, – აცხადებს ლილუაშვილი.