შსს-მს ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა, რომლებმაც იანვარში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს, ცხედარი კი ჭაში ჩააგდეს. 1999 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი უ.ბ. იანვარში, 1997 წელს დაბადებული გ.მ-ს მკვლელობაში არიან ბრალდებულები.
მოკლული ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს.ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა კი ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
”გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში, ნაცნობი 1997 წელს დაბადებული გ.მ. ქალაქ რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, გ.ს.-ს სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას გ.მ. მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი სოფლის მოშორებით,ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.
სამართალდამცველებისთვის გ.მ.- ს გაუჩინარების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის 22 მაისს გახდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,პოლიციამ გ.ს. და უ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.