დაკარგული 13 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველია ჩართული

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ  ტერიტორიის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.

13 წლის მოზარდს სვანეთის გარდა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც ეძებენ.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე  აცხადებს, ოჯახის ინფორმაციით, 13 წლის მოზარდი სახლიდან ველოსიპედით გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

შეგახსენებთ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში 13 წლის მოზარდის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.