”დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ და ლოგინში გადატრიალდით” – ამის შესახებ, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
”წინ კვირა დღეა. დამარცხებულმა პოლიტიკოსებმა დაისვენეთ, დაიძინეთ და ლოგინში გადატრიალდით. რაც შეეხებათ ოცნების კანდიდატებს, ყველა გამარჯვებულს ვულოცავ, ვისთვისაც ხმების დათვლა დასრულდა ან ბოლო ეტაპს უახლოვდება. წინ ბევრი საქმეა! იმედების გამართლებას გისურვებთ” – განაცხადა წულუკიანმა.