ღამის ხედვის აპარატურა მყისიერად იქნა გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ იყო დრონები, რომელსაც იდენტიფიცირების საშუალება აქვს, მათ შორის, კონკრეტულ ლოკაციებზე ადამიანების იდენტიფიცირების. ასევე, ამ დრონებს აქვს ცხედრების იდენტიფიცირების საშუალება. უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში მეტი ადამიანის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. ეს უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაციაა. ვინც სტიქია ადგილზე ნახა და ვითარებას იქვე გაეცნო, ყველა დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მეტი ადამიანის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო – ერთი მარტივი მიზეზის გამო. მყისიერი სტიქია იყო და ღვარცოფის მასა ძალიან დიდი სიჩქარით მყისიერად წამოვიდა. აქედან გამომდინარე, ვინც ღვარცოფის მასაში მოჰყვა, გადარჩენის არავითარი შანსი არ ჰქონდა […] სამწუხაროდ, რეალობა ასეთი იყო, რომ ვისაც ღვარცოფული მასა მიწვდა, მათი გადარჩენა შეუძლებელი იყო […] ვინც ადგილზე ვითარება ნახა, ყველა დამეთანხმება, რომ ვერავითარი დამატებითი რესურსის ჩართვით მეტი ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა. ზუსტად ამაზე საუბრობდა ვახტანგ გომელაურიც.