ამერიკის შეერთეთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.აშშ, G7-ის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს ჩამოართმევს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა.
- აშშ-ში აიკრძალება რუსეთიდან ბრილიანტების, ზღვის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტი;
- აშშ, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ერთად, რუსეთს ჩამოართმევს “სასურველი სავაჭრო პარტნიორის” სტატუსს, რაც განსაკუთრებული სავაჭრო ტარიფების სარგებლობის მოხსნას გულისხმობს;
- ფართოვდება რუსი ოლიგარქების სია, რომლებიც მოექცევიან ვაშინგტონის სანქციებში, რაც მათი ფინანსური რესურსების გაყინვას გულისხმობს.
ბაიდენმა თქვა, რომ დიდი შვიდეული რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახებს სანქციებს დაუმატებს.