”დამიკავშირდა, რომ ჩემი მოქმედებები არ ყოფილიყო დამოუკიდებელი” – პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით,რაც “ოცნებიდან” წამოვიდა, ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მისი მოქმედებები დამოუკიდებელი არ ყოფილიყო. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” ისაუბრა.
”ამას პირველად ვამბობ. დამიკავშირდა პირდაპირი თხოვნით, რომ ჩემი მოქმედებები არ ყოფილიყო დამოუკიდებელი. მას ჰქონდა ამის მცდელობა. მე ჩავჭერი ყველა ეს ბმა და ვთქვი, რომ იმიტომ წამოვედი, რომ დამოუკიდებლად მინდოდა ყველა გადაწყვეტილება მიმეღო. პირადად ჰქონდა კომუნიკაცია. შუამავლები არასდროს მჭირდებოდა ივანიშვილთან და არასდროს შუამავლებით არ ველაპარაკებოდი მას. პირადად ველაპარაკებოდი და გაწყვიტე ყველა ეს ჯაჭვი, იმიტომ რომ ძალიან ღიად ვუთხარი – რომ არ მინდოდა გადაწყვეტილების გავლენის ქვეშ მიღება, იმიტომ წამოვედი” – ამბობს ეკა ბესელია.