“გაიხსნა ყველა უბანი ჩვენთან. დარღვევები ძირითადად გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, დამკვირვებლებს არ აყენებენ რეგისტრატორის მაგიდის უკან, ეს არის ძირითადი პრობლემა, იმიტომ რომ აქ არის მთელი გაყალბების მექანიზმი, რომელიც აწყობილი აქვს ქართულ ოცნებას. ასევე, სააგიტაციო მასალა აქვთ გამოფენილი უბნებზე. რამდენიმე უბანზე ავაღებინეთ დილიდან.
გაყალბებისთვის იყენებენ უბნებზე ფულის დარიგებას, პირადობის მოწმობების წართმევას და სხვადასხვა ადამიანის მიერ ხმის მიცემა, ამიტომ არ აყენებენ უკან ჩვენს დამკვირვებლებს, შესაბამისად, ყველა სქემა ვიცით და შევეცდებით, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება გავიფორმოთ, რომელიც სულ ახლოს არის”
აცხადებს ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე TV პირველის ეთერში.