“ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, ნებისმიერ ასეთ თანხის ნაკადის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. ეს არის სწორედ ევროკავშირის ელჩის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების და დონორების დამსახურება, რომ ისე გაიფუჭეს სახელი, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში განგაშს იწვევს, ხომ არ არის ეს რაიმე თანხები, რაც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანა ზუსტად ესაა და მაგიტომაც ვერ შედგა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომ ეს გარედან იყო მხარდაჭერილი, იმიტომაც ვერ შედგა რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ ტრანზაქციებს”.

ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი მანიპულაციას და დეზინფორმაციას უწოდებს, აშშ-ს კონგრესმენების მიმართვას სახელმწიფო მდივან მარკო რუბისათვის, რომ ოცნების “ანტიამერიკულ” რიტორიკაზე საპასუხო ზომები მიიღოს.