შემზარავი ფაქტი მოხდა სოფელ კირბალთან, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლა. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახსა და მეგობრებს.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და რისკებს ატარებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.
საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.
საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, აღნიშნული ფაქტი დროულად შეაფასონ და ოკუპაციის დასრულების მიზნით, რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.