პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყურძნის რეკორდული მოსავალი მიიღეს.
“30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი. 277 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ერთ-ერთი გამოწვევებით სავსე რთველი პანდემიის პირობებში როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რომ ჩვენ მევენეახეებს დავდგომოდით გვერდით”, – თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ რაჭა–ლეჩხუმშიც რეკორდული 1400 ტონამდე ყურძენი ჩაიბარეს.