“დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო”- სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო.
“დამწუხრებულები ვართ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის გამო. ჩვენ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ დაღუპულების ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. სომხეთი სოლიდარულია მეგობარი საქართველოს ხალხის მიმართ”, – წერია განცხადებაში.
Saddened w/news of collapse of a residential building in #Batumi city (Georgia). Our sincere condolences to the families of victims & heartfelt wishes of speedy recovery to all injured. #Armenia ?? stands in solidarity with friendly people of #Georgia ??. @MFAgovge
— MFA of Armenia?? (@MFAofArmenia) October 9, 2021
13:15 საათისთვის : შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი. ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალბატონი, რომელსაც კლინიკაში გული რამდენჯერმე გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მეორე გადარჩენილი მამაკაცი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის. ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება, საიდანაც 3 ბავშვია.
სამაშველო ღონისძიებები კვლავ მიმდინარეობს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან გადაარჩინეს წლის და 3 თვის ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 1 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ხელისუფლებამ, 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობა გააუქმა. ასევე აღარ ჩატარდება დაგეგმილი ღონისძიება “თბილისობა” ხოლო გამოყოფილი თანხა მთლიანად გადაერიცხება, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში.