დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ – თურნავა

“დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ”- ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „საქსტატის” მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლები.

”დღეს ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის ნოემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 12 პროცენტი შეადგინა, რის გამოც შეგვიძლია უკვე დანამდვილებით ვთქვათ, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი ჩვენი მხრიდან, რომ 2022 წელი იქნება დაჩქარებული განვითარების წელი”- განაცხადა თურნავამ.