დანარჩენი ბარიერების მოხსნა სიტუაციის შესაბამისად იგეგმება – შალამბერიძე გუმათზე

“დანარჩენი ბარიერების მოხსნა სიტუაციის შესაბამისად იგეგმება “- ამის  შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ რუსთავი2-თან განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ, 16 აპრილს ადგილზე საპოლიციო ძალების რაოდენობაც განახევრდა.

“ბარიერების ნაწილი აღებულია. იცით, რომ გუშინ საპოლიციო ძალების განახევრება მოხდა. დანარჩენი ბარიერების მოხსნაც იგეგმება თავისთავად, სიტუაციის შესაბამისად. ეს არის პირველი, პატარა ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ უკვე გადავდგით.

დიალოგს და მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ყველა ძალებით უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი. მარტივი არ იქნება თავისთავად, იმიტომ, რომ არის ისეთი საკითხები, რომლებზეც ძალიან ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს ჩვენც და მათაც”, – განაცხადა შალამბერიძემ.