დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი – მიხაილო

“დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი”, – ამის შესახებ, მუსიკოსმა მიხეილ თოდუამ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

“დაჭერის დღიდან ვფიქრობდი და ვდარდობდი რომ ჩემს მიმართ იქნებოდა არასწორი განაჩენი.ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი ხშირ შემთხვევაში”, – განაცხადა მუსიკოსმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსიკოს მიხაილოს სასამართლო პროცესი გაიმართება.