დანა გამოუსვეს ყელში საქარველოს ევროინტეგრანციას -ზვიად ქორიძე

მედია ექსპერტი, ზვიად ქორიძე “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას დაკავებას,  პოლიტიკური დაკვეთად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა დაიწყო.

”სამართლებრივი ნაწილის გარჩევის რესურსიც კი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიმართულია რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მედიის პოლიტიკური დევნა. ეს პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ განაცხადს. მედიის წინააღმდეგ ასეთი ფორმით გადადგმული ნაბიჯით მთავრობამ თქვა რომ გადავიდა დიქტატურაში. ამაზე ენის მოჩლექვით აღარ შეიძლება საუბარი. აქედან უკან დასახევი სვლა ხელისუფლებას აღარ აქვს. ეს შტურმი დაიწყო მედიით.  ეს დიქტატურა არის მრავალსაცეცებიანი და შედის ყველგან და სპობს განსხვავებულ აზრს და  ხედვას. ამაზე კი არ უნდა ვისაუბროთ უნდა ვიმოქმედოთ თუ როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი, როგორ გავაჩეროთ დიქტატურის შემდეგი სვლა. სხვა მედიასაშუალებები რიგში არიან.

16 მაისს, ხელისუფლებამ ღიად უთხრა საზოგადოებას რომ ჩემი არჩევანი არის დიქტატურა. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ რომ დიქტატურა არ გავა, თუ საზოგადოება ამ სიმაღლეზე იქნება ჩვენ გავიმარჯვებთ. დიქტატურამ არ იცის არჩევა, დიქტატურა მივა ყველასთან.

ხელისუფლება გადავა უფრო რადიკალურ ქმედებაზე ეს იყო ძალიან პრობლემატური, საორჭოფო, სახიფათო ნაბიჯი მაგრამ მან გადადგა ეს ნაბიჯი და უკან აღარ დაიხევს.

ის რომ დღეს საბოლოოდ ჩავარტყით ლახვარი საქართველოს ევროინტეგრაციას, ცალსახაა, ჩვენ დღეს ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუციებმა, მთავრობამ სასამართლომ, პრაქტიკულად დანა გამოუსვეს ყელში საქარველოს ევროინტეგრანციას.  არასოდეს ასე ხისტად პირდაპირ მკაფიოდ არ ვმდგარვართ დიქტაატურის წინაშე, ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ უნდა გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები და ვიმოქმედოთ ეს არის ამოცანა N1.” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.