“დანა იხმარა “ოცნების” კანდიდატის შვილმა და 2 კაცი მძიმედ დაჭრა” – ამის შესახებ, დმანისში მომხდარ დაპირისიპირებასთან დაკავშირებით, ენმ-ის წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დმანისში, სოფელ განთიადში, ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები “ოცნების მაჟორიტარობის” კანდიდატის შვილი, დავით დაუთაშვილი და “ქართული ოცნების” აქტივისტი ზურა ბოკმელაშვილია.
”სოფელ განთიადში ოპოზიციის მხარდამჭერებზე თავდამსხმელები არიან ზონდერ ბრიგადის წევრები: ზურა ბოკმელაშვილი, რომელზეც შარშან სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მაგრამ არც დაკითხული და არც დაკავებული არ არის. დანა იხმარა დავით დაუთაშვილმა და ორი კაცი დაჭრა, ის “ოცნების მაჟორიტარობის” კანდიდატის შვილი კონკრეტულად ამ სოფლიდან”,- ამბობს კახა ოქრიაშვილი