“დანებებას არ ვითხოვთ” – რას ითხოვს რუსეთი ზელენსკისგან “მშვიდობისთვის”

უკრაინის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან დანებებას არ ითხოვენ, თუმცა მან უნდა “შეწყვიტოს კრიმინალური ბრძანებების გაცემა”.

“ზელენსკის შეუძლია მშვიდობის დამყარება, თუ ის შეწყვეტს კრიმინალური ბრძანებების მიცემას თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის, აიძულებს მათ, გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტონ წინააღმდეგობა.

ჩვენ არ ვითხოვთ მის დანებებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ გასცეს ბრძანება, გაათავისუფლოს ყველა მშვიდობიანი მოსახლე და შეწყვიტოს წინააღმდეგობა. ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას. ეს ამერიკული სპეციალობაა. ისინი ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ.

ჩვენ გვსურს უკრაინის აღმოსავლეთში უზრუნველვყოთ ხალხის უსაფრთხოება, რათა მათ არ დაემუქროს ამ ქვეყნის მილიტარიზაცია ან ნაციფიკაცია და რომ არ იყოს საფრთხე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებაზე უკრაინის ტერიტორიიდან”,– თქვა ლავროვმა.

მისივე მტკიცებით, “ზელენსკის კვირაში 7 პარასკევი აქვს” და ხშირად ცვლის საკუთარ მოსაზრებებს.

ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა 9 მაისზეც და აღნიშნა, რომ სამხედროები “ხელოვნურად არ მოარგებენ” სამხედრო ოპერაციების “გამარჯვების დღეს”.

“უკრაინაში ოპერაციის ტემპი, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამხედრო პერსონალისთვის რაიმე რისკის მინიმიზაციის აუცილებლობაზე”,– დაამატა ლავროვმა.