დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა გააუქმა, მათ შორის ნიღბების სავალდებულო ტარება.
მთელ ქვეყანაში გაიხსნება ღამის კლუბები, ნებადართული იქნება ალკოჰოლის გაყიდვა გვიან საღამოს, კაფე– რესტორნების სტუმრებს აღარ დასჭირდებათ აპლიკაცია, რომლითაც კონტაქტების დადგენა ხდებოდა.უქმდება სოციალური დისტანცირების წესებისც.
მიუხედავად იმისა, რომ კოვიდის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში კვლავ იზრდება, დანიის ხელისუფლება ამბობს, რომ პანდემია კრიტიკულ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ექსპერტების თქმით, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალ დონესთან– დანიაში მოსახლეობის 80%–ზე მეტი ორჯერადად არის ვაქცინირებული.
დანიის პრემიერ მინისტრი მეტ ფრედერიკსკენი ახალ წესებს ფეისბუქის გვერდზე მიესალმა–“დილა მშვიდობისა სრულად გახსნილ დანიას“– დაწერა მან.