დანიამ უკრაინას თავის შეიარაღებაში არსებული ყველა Caesar-ი გადასცა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დანიამ უკრაინას თავის სამხედრო შეიარაღებაში არსებული ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა. შესაბამის განცხადებას სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

“დანიამ უკრაინას თავისი ყველა თვითმავალი ჰაუბიცა Caesar გადასცა, ნამდვილი მეგობარი, რომელმაც იცის, რომ ჩვენი ბრძოლა ევროპის ბრძოლაა. მადლობა დანია!”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ცნობილია რომ დანია  უკრაინისთვის გადაცემული Caesar-ის ჰაუბიცების ნაცვლად, ისრაელისგან Atmos-ის ჰაუბიცების შეძენას გეგმავს.