დანია უკრაინას უფლებას მისცემს, დანიური -16-ები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ. შესაბამის განცხადებას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი ავრცელებს და დასძენს, რომ ეს არ არის ახალი პოზიცია.
“მოკლე პასუხი არის დიახ! ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა” – განაცხადა რასმუსენმა