დანიელსონთან საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას – ISFED-ის დირექტორი

“დანიელსონთან საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას”- ამის შესახებ, სამართლიანი არჩევნების (ISFED) დირექტორმა, ნინო დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან საუბარი პირველ რიგში, საარჩევნო ადმინისტრაციაზე იქნება.

“დღეს ჩვენ ბატონ კრისტიანს ვესაუბრებით იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც სახეზეა და ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ხედვებს იმ 6 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ბატონმა შარლმ მიშელმა დაასახელა მისი საქართველოში ვიზიტის დროს. ეს არის ის რეფორმები, რომელმაც საქართველო ძირეულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს.”- აცხადებს ნინო დოლიძე.