ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაგეგმილ კიდევ ერთ ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ მედიატორს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია ულტიმატუმის ენას შეცვლის.
“ეს სიტუაცია და მდგომარეობა, რაც გვაქვს იმ კუთხით, რომ ოპოზიციის ნაწილი უარს ამბობს, მანდატი, რომელიც მოქალაქეებისგან მიიღეს, განახორცილონ, მათ სურთ, რომ დასრულდეს და ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში. რაც შეეხება იმედებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ “ქართული ოცნება” როგორც ფასილიტაციის, ასევე მედიაციის პროცესში იყო ყველაზე კონსტრუქციული. მთავარი არის შემდეგი, მათ, ბატონ დანიელსონს, როგორც ჩანს, აქვთ კიდევ იმედი, რომ ოპოზიციამ შესაძლებელია შეიცვალოს გარკვეულწილად ის ულტიმატუმის ენა, რომელიც მათ ჰქონდათ”,- აცხადებს პაპუაშვილი.
მისივე თქმით, ოპოზიციის ულტიმატუმი იყო სისხლის სამართლის საქმეების და განმეორებითი არჩევნები.