დანილოვის თქმით, ბელგოროდში ჩამოვარდნილ ილ-76-ში უკრაინელი ტყვეები არ ყოფილან

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივარნი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ 24 იანვარს, ჩამოვარდნილ ილ-76-ის ბორტზე  უკრაინელი ტყვეები არ იმყოფებოდნენ და აქვე აღნიშნავს, რომ ბორტზე ტყვეების ყოფნის შემთხვევაში, ავიაკატასტროფის ადგილას, მეტი “ბიოლოგიური მასალა” იქნებოდა.  ამის შესახებ, დანილოვმა  Babel-თან ინტერვიუში განაცხადა.

  • “იყვნენ თუ არა იქ სამხედრო ტყვეები? ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა” – თქვა დანილოვმა.

მიმდინარე წლის, 24 იანვარს, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, ილ-76-ი ჩამოვარდა. კრემლი ამტკიცებდა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც უნდა გაეცვალათ. უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ იმ დღეს მართლაც მზადდებოდა სამხედრო ტყვეების გაცვლა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76  უკრაინის ჯარებმა ჩამოაგდეს. რამდენიმე დღის წინ კი, New York Times-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ილ-76 მართლაც ჩამოაგდეს უკრაინული სარაკეტო სისტემა Patriot-ით, როგორც ამას რუსეთის ხელისუფლება ირწმუნებოდა. თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე, უკრაინული ტყვეების ყოფნა.