დანი ალვეშს ქალის გაუპატიურებისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ესპანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

სასამართლომ ალვეში დამნაშავედ 2022 წლის 31 დეკემბერს ღამის კლუბში ქალის გაუპატიურების საქმეზე ცნო. მან პროცესზე ბრალდება უარყო და ამტკიცებდა, რომ ხსენებულ ქალს არ იცნობდა, თუმცა მოგვიანებით აღიარა რომ მასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

სასამართლო პროცესზე ჩვენება 20-მდე მოწმემ მისცა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ალვეშმა მეგობართან ერთად 3 ქალი შამპანურზე დაპატიჟა, შემდეგ კი  ერთ-ერთს სხვა ადგილას გაყოლა სთხოვა. საქმის მასალებით, ალვეშმა ქალი საპირფარეშოში შეიყვანა, გახდა აგრესიული და მას სექსუალური კავშირის დამყარება დააძალა.

სასამართლომ ალვეშს დაზარალებულისთვის 150 000 ევროს გადახდაც დააკისრა.