დაპირისპირების პარალელურად რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს

ხმაურის და დაპირისპირების პარალელურად რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს

“შედგა კვორუმი. იყო ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე, 42-მა დელეგამტმა მისცა ხმა ბატონ სოსოს და დღეს ის ითვლება რაგბის კავშირის პრეზიდენტად. არის დარჩენილი ფორმალური საკითხები. მოგვარდება, შემდეგ შევიტანთ საჯარო რეესტრში და დაველოდებით საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ბატონი სოსო გახდება ლეგიტიმური პრეზიდენტი და ექნება ლეგიტიმაცია, რომ იმუშაოს და 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელოს საქართველოს რაგბის კავშირს”,– განაცხადა რაგბის კავშირის წარმომადგენელმა.

თავად სოსო ტყემალაძე მიმდინარე დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ იცოდა, “რაც იყო დაანონსებული”, თუმცა “სასწაული არ მომხდარა”.

შენობის გარეთ შეკრებილები არიან ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები. მობილიზებულია პოლიცია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას ვეტერანი მორაგბე, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა.

2020 წლის წლის 30 დეკემბერს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვეტერანი მორაგებე ირაკლი აბუსერიძე გახდა, თუმცა საჯარო რეესტრმა ის არ დაარეგისტრირა.