რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ე.წ. “უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ” ყოველდღიურ შეჯამებაში საუბრობს სარაკეტო დარტყმაზე, რომლის დროსაც ერთ-ერთი რაკეტა დნეპრის საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა.
დაახლოებით ტონა წონის ქობინით X-22 რაკეტის აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად განადგურდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 21 მაცხოვრებლის ცხედარი, მათ შორის ერთი ბავშვია.
“2023 წლის 14 იანვარს განხორციელდა სარაკეტო თავდასხმა უკრაინის სამხედრო სამეთაურო-კონტროლის სისტემაზე და მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ყველა რაკეტა სამიზნე ობიექტზე მოხვდა. დარტყმის მიზანი მიღწეულია”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.