სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი გახარიას გადადგომის გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, “ცრუ კერპების ნგრევა გრძელდება”.
გოგაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
“გაქცეულზე მიყოლება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ ამ კრიტიკულ დროს წასვლა (გაქცევა) ისევ ხაზს უსვამს არაგუნდურობას ოცნებაში. ზოგადად კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა, მაგრამ ზუსტად დღეს?
თუმცა პასუხი გასაცემია საზოგადოებისთვის იმ პრობლემებზე, რაც მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. დარჩა კიდევ ერთი ნაბიჯი, საქართველოს კრიზისიდან გამოსასვლელად -2021 ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა.
ცრუ კერპების დანგრევა გრძელდება.. To be continued”,– წერს გოგაშვილი Facebook–ზე.