ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ დღეს ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრას ის ოპოზიცია არ ესწრება, ვინც შექმნილ ვითარებას სწორად აფასებს:
“შეხვედრას არ ესწრება ელენე ხოშტარია – იმიტომ რომ უვარგის შეთანხმებას არ მოაწერა ხელი.
შეხვედრას არ ესწრება გიგა ბოკერია – იმიტომ რომ უვარგის შეთანხმებას არ მოაწერა ხელი.
შეხვედრას არ ესწრება ზურა ჯაფარიძე – რომელსაც უსიმპტომო კოვიდი დაუდასტურდა – რომელსაც ესმოდა რომ შეთანხმება უვარგისია და ელჩების ხათრით მოვაწერეო, ღიად თქვა.
ანუ არავინ, ვინც სწორად აფასებდა ვითარებას – არავინ შეხვედრას არ ესწრება.
არავინ, ვინც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის თვალში სწორად მიხვდა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კრიზისს უფრო გააღრმავებდა, შარლ მიშელს არ ხვდება.
მხოლოდ ის ხალხი ხვდება, ვინც შეცდომა დაუშვა და შარლ მიშელს დაეთანხმა.
თუ მეთანხმებით, მაშინ ჰო – ესაა შარლ მიშელის მიდგომა – რა მნიშვნელობა აქვს, რა შედეგი მოიტანა ამ თანხმობამ?
დარჩა კითხვები იმასთან დაკავშირებით რად ჩათვალეს არარაობად ბიძინამ და ღარიბაშვილმა შარლ მიშელი და რატომ გადააგდეს?“– წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.