დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

”დარჩებიან მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდა”- ამის შესახებ, ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“დარჩებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, ვისაც დარჩენა უნდათ. აქ ძალადობით არც არავის ტოვებენ. მაგრამ ერთი რამეა, როდესაც აქედან მოხდა ბავშვების გაყვანა რამდენად გაითვალისწინეს თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესი, თუ აქვთ წაკითხული რას ნიშნავს ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი? კოდექსიდან არის ის… ძალით არავინ არ დარჩება. ეს დაწესებულება რისთვისაც შეიქმნა, არის რომ სოციალური ცხოვრება ჰქონოდათ და არ გასჭირვებოდათ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე სპირიდონის ნაცვლად, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, შეუშვებს თუ არა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონში.

”მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო” – ამბობს მეუფე იაკობი.