ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია მიმართავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, აშშ-ის საელჩოს საქართველოში, Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს.
“როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:
ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ხოშტარიას მიმართავაში.