“დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციის რიგებში არიან პოლიციელები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირს ის, რომ მათი მეთაურები, მათი რეალური მეთაურები, მათი იერარქია არიან კრიმინალები. ეს პოლიციელისთვის, ღირსეული პოლიციელისთვის არის ის, რაც ყველაზე ძნელია მათთვის. მათი გადაწყვეტილებაც ძნელია და ეს კარგად მესმის, ჩვენ უნდა შევძლოთ და ავიღოთ იმის პასუხისმგებლობა, მერე, როცა, მიიღებენ გადაწყვეტილებას, ყველანაირად ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ვეცდებით, რომ მათი უფლებები იყოს ყველანაირად დაცული. მე არ მინდა მჯეროდეს, რომ ქართული პოლიცია ამას გაჰყვება ბოლომდე და მე მწამს, რომ ეს ასე არ იქნება”
განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.