“დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები“–სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინულად ავრცელებს სტატუსს:

“მე ტყვეობაში ვარ, საქართველოს ციხეში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა შერყეულია, მაგრამ მინდა ჩემმა თანამემამულე უკრაინელებმა იცოდნენ, რომ ფიზიკურად და სულიერად მეხმარება ჩვენი სამხედროების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, მთელი მსოფლიოს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა და ჩემი უსაზღვრო რწმენა გამარჯვებისა.

მინდა თავისუფლება უკრაინისთვის და მინდა უშუალოდ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები.“–წერს მიხეილ სააკაშვილი.