უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი Feygin Live-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე, უკრაინას ახლა ლვოვის დაცვა მოუწევდა.
”დასავლეთი ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით გვეხმარება. ახლა რომ არ დაგვეხმარონ, ან აქამდე არ დაგვხმარებოდნენ, ეჭვი მაქვს, ლვოვის დაცვაზე ვისაუბრებდით. ყოველ შემთხვევაში, უკრაინის მარჯვენა სანაპიროზე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ მხდალები ვართ – უბრალოდ, თავის დასაცავად არაფერი გვექნებოდა. დასავლეთის დახმარებით, ჩვენ ახლა ფრონტის ხაზი გვიჭირავს. დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ს წყალობით, ჩვენ უკრაინას ვიცავთ, მაკროეკონომიკურ მდგომარეობას ვამყარებთ, რის გამოც ძალიან მადლიერები ვართ. ისინი, ფაქტობრივად, ჩვენს გადარჩენას ახერხებენ და ზოგადად, ჩვენი კულტურის შენარჩუნებასაც. პუტინს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ კულტურის განადგურება სურს.”