დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს პუტინი “სასანქციო აგრესიას” უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს “სასანქციო აგრესიას” უწოდებს.პუტინი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ადგილობრივი ბიზნესი მუშაობას განაგრძობს.

“ახლა ჩვენი მთავრობა რუსეთის მოქალაქეების მხარდაჭერის მაშტაბურ ზომებზე მუშაობს და უნდა მივაღწიოთ, რომ სოციალური დახმარების მექანიზმებმა შეუფერხებლად იმუშაოს ყველა დონეზე. ვისაუბროთ, მათ შორის პენსიებისა და სოციალური დახმარების დროულად ჩარიცხვაზე, დასაქმების პროგრამების გაფართოებაზე. რუსეთის ეკონომიკას აქვს შესაძლებლობა, ახალ რეალობაში სტაბილურად და შეუფერხებლად იმუშაოს”. – თქვა პუტინმა.

ასევე მან, მთავრობას მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა მოქალაქეებმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგები საკუთარ თავზე ვერ იგრძნონ.

“ადგილობრივი ბიზნესი თავს კარგად და ფასეულად წარმოაჩენს. პატარა და საშუალო კომპანიებმა პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს და პირდაპირ სასანქციო აგრესიით მიღებული ბარიერის წინაშე აღმოჩნდნენ”, – ამბობს პუტინი.